მეორე მსოფლიო ომი სწორედ იმ საგარეო-პოლიტიკური კურსის შედეგი იყო, რომელსაც ,,დაშოშმინების“ პოლიტიკას უწოდებდნენ( policy of appeasement).

,,დაშოშმინების“ პოლიტიკა უკავშირდება დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ნევილ ჩემბერლენის სახელს. ეს იყო თავდაცვითი, ,,დათმობითი“ ხასიათის პოლიტიკა ჰიტლერის შესაჩერებლად. ჩემბერლენს სჯეროდა, რომ გერმანიის პრეტენზიები  ვერსალის ზავთან, რომლითაც  პირველი მსოფლიო ომი დასრულდა, გარკვეულწილად სამართლიანი იყო და იმ იმედით, რომ ჰიტლერის ,,მოღერებულ მუშტს“ აიცილებდა, მისთვის ხელის გაწვდენა სურდა. მას მიაჩნდა, რომ გარკვეულ დათმობათა სანაცვლოდ ომის თავიდან აცილებას მოახერხებდა, მაგრამ ჰიტლერს ძირეულად განსხვავებული მსოფლმხედველობა ჰქონდა. გერმანელ კანცლერს მიაჩნდა, რომ დავების გადაწყვეტისა და ძალაუფლების მოპოვების პროცესში ომი სრულიად ლეგიტიმური და სასურველი  საშუალებაც კი იყო.  დღეს ეს ტერმინი – ,,appeasement“, გამოიყენება დასავლური დემოკრატიების არასწორი პოლიტიკის აღწერისათვის,  რადგან მათ ვერ შეძლეს ჰიტლერის შეჩერება და საბოლოოდ მეორე მსოფლიო ომის თავიდან აცილება.

ერთობ საინტერესო საკითხია, ,,დაშოშმინების“ პოლიტიკის ნაცვლად დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს რა ალტერნატიული პოლიტიკა უნდა გაეტარებინათ, რათა თავიდან აეცილებინათ მეორე მსოფლიო ომი.

სანამ ალტერნატივებს განვიხილავდე, მინდა აღვნიშნო რომ მაშინდელ დასავლურ პოლიტიკურ აუდიტორიას ნამდვილად აკლდა მოვლენათა და დიქტატორთა რეალური შეფასების უნარი. ჰიტლერისა და ბენიტო მუსოლინის  იმ დროს წარმოთქმული სიტყვები მათი მომავალი პოლიტიკური მიზნების ასახვას წარმოადგენდა, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ ინება ამ შეხედულებების გათვალისწინება. ჰიტლერმა თავისი საგარეო პოლიტიკური მიზნები (Grossdeutschland-ის შექმნა –

,, გერმანია იქნება მსოფლიოში გაბატონებული ძალა ან საერთოდ არაფერი იქნება“; ანტიბოლშევისტური გამანადგურებელი ბრძოლა აღმოსავლეთში  გერმანელთათვის ,,Lebensraum”-ის (საარსებო გარემო) მოპოვებისათვის; კავშირი იტალიასა და იაპონიასთან; ბრძოლა ,,ებრაულ მსოფლიოს შეთქმულების“ წინაღდეგ.) ,,Mein Kampf-ში“ აღწერა. ეს წიგნი 1925 წელს გამოქვეყნდა და მასში ჰიტლერმა ის იდეები დააფრქვია, რომლის გამოც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ჩემი აზრით, დასავლელ პოლიტიკოსებს ჰიტლერის Mein Kampf  რომ წაეკითხათ ან მისი გამოსვლებისათვის სათანადო ყურადღება  მიექციათ, ალბათ არც ისე დათმობითი ხასიათის იქნებოდა მათი პოლიტიკა ჰიტლერის მიმართ. სწორედ ეს იყო მაშინდელი პოლიტიკური ვითარების ნაკლი, რომ არსებობდა არასწორი აზრი და მიდგომა გერმანიასთან მიმართებაში. ჩემბერლენს რომ mein Kampf წაეკითხა, დაშოშმინების პოლიტიკის ნაცვლად ,ალბათ, სხვა  საგარეო პოლიტიკური კურსს აირჩევდა და საფრანგეთის ,,შიშებსაც“ სათანოდ უპასუხებდა. ჩემი აზრით, მაშინ ევროპას ჩერჩილის მსგავსი პოლიტიკოსები სჭირდებოდა, ისეთები რომლებიც ამბობდნენ, რომ დიქტატორები სწორედ იმას გულისხმობდნენ, რასაც აცხადებდნენ, თუმცა მაშინ ისინი უმცირესობაში იყვნენ – ჩერჩილის სიტყვა ჩემბერლენს: ,,თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი, ამიტომ მიიღებთ ომს“.

შესაძლო ალტერნატივები

  1. ჩემი აზრით, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა თავიდანვე დაკარგეს შანსი ჰიტლერის გადანდგურებისა.  როცა 1936 წლის 7 მარტს ჰიტლერმა ჯარები შეიყვანა რეინის დემილიტარიზებულ ზონაში, რითაც არა მხოლოდ, ვერსალის არამედ ლოკარნოს ხელშეკურულებაც დაარღვია, საფრანგეთს ჰქონდა ლეგიტიმური უფლება შეეყვანა ჯარები და დაერტყა გერმანიისათვის. მას ჰქონდა გამარჯვების რეალური შანსი, რადგან რეინის დემილიტარიზებულ ზონაში შესული გერმანული ჯარი რაოდენობრივად არ აღემატებოდა 20 000-ს, მაშინ როცა მუდმივი ფრანგული არმია ყოველგვარი მობილიზაციის გარეშე 500 000 -ს შეადგენდა.

საფრანგეთის სამხედრო მთავარხელმძღვანელის მორის გამელენის შეფასება ფრანგული ჯარისა გერმანულთან შედარებით მეტად აბსურდული იყო. გამელენის  დასკნის მიხედვით,  საფრანგეთმა  არ უნდა მიიღოს არანაირი სამხედრო კონტრზომები საყოველთაო მობილიზაციის გარეშე, რეინის ოლქში შესვლას ფრანგი პოლიტიკური ლიდერები ვერ რისკავდნენ დიდი ბრიტანეთის  მხარდაჭერის  გარეშე.  ვფიქრობ, დიდი ბრიტანეთის  შეცდომა მთელი XX -ის საუკუნის 20-30 წლებში  ის იყო, რომ ყოველთვის გადამეტებულად თვლიდა საფრანგეთის შიშებს გერმანიასთან მიმართებაში, როგორც ვხედავთ ეს შიში მართლაც არ იყო უსაფუძვლო. საფრანგეთს რომ ჰქონოდა ბრიტანეთის მხარდაჭერა, ალბათ ის რეინის ოლქში შევიდოდა და გერმანულ ჯარსაც გაანადგურებდა.  ამას ადასტურებს 1938 წელს ჰიტლერის საუბარი ავსტრიის კანცლერთან: ,,ორი წლის წინ, როცა ჩვენ რაინლანდში ,,ერთი მუჭა“ ბატალიონით შევედით, დიდ რისკზე წავედით. საფრანგეთი რომ შემოსულიყო, ჩვენ იძულებული გავხდებოდით უკან დაგვეხია…მაგარამ  ეს ეხლა ძალიან გვიანია საფრანგეთისთვის“.

ამ შემთხვევაში განვიხილავ ორ სავარაუდო სცენარს: ფრანგული ჯარი (ან  გაერთიანებული ფრანგულ-ბრიტანული ჯარი)  შევიდოდა რეინის ოლქში, რასაც მოჰყვებოდა გერმანული ჯარების   დამარცხება, ან  უკან დახევა. ორივე შემთხვევაში გაურთულდებოდა ჰიტლერს იმ მიზნებისათვის ფრთების შესხმა, რომელსაც ის თავის წიგნში (mein Kampf) ძალიან ნათლად აღწერდა ან მისი განხორციელება ძალიან დიდი ხნით გადაიწევდა, ასევე ჰიტლერს შესაძლოა დაეკარგა მომხრეები გერმანიის მთავრობაში,  საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი კი ანგარიშგასაწევი ძალა გახდებოდა მისთვის.

2. რაც შეეხება ჩეხოსლოვაკიას, აქაც შესაძლებელი იყო ალტერნატიული პოლიტიკის გატარება. ამ ქვეყნის  14 მილიონი მოსახლეობიდან 3.5 მილიონი გერმანელი იყო და მათი უმრავლესობა ერთ რეგიონში, სუდეტის ოლქში, ცხოვრობდა. 1938 წლისთვის დაძაბულობამ სუდეტებში პიკს მიაღწია. სუდეტელი გერმანელები, კერძოდ კი მათი ნაციონალ-სეპარატისტული პარტიის ლიდერი კონრად ჰენლაინი, სისტემატიურად აცხადებდა იმის შესახებ, თუ როგორ ავიწროვებდა და არღვევდა მათ უფლებებს ჩეხოსლოვაკიის მთავრობა. პარალელურად ჰენლაინი ბერლინში დადიოდა და ადოლფ ჰიტლერისგან მითითებებს იღებდა.

სუდეტებში დაძაბულობისა და პრობლემის მოსაგვარებლად ჩეხოსლოვაკიის ხელმძღვანელობამ  სუდეტს ადგილობრივი თვითმართველობა მისცა,  ეროვნულ კრებაში მათი წარმომადგენლობა გაზარდა, გერმანულ ენაზე მათი სწავლა-განათლება უზრუნველყო. როდესაც ჰიტლერი ამას არ დასჯერდა  და ახალი მოთხოვნები წამოაყენა პოლიტიკური ავტონომისა და მისი გერმანიასთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, ამას მოჰყვა ჩეხოსლოვაკიის მიერ რეგიონში ჯარის შეყვანა და საზღვრის გამაგრება. ჩეხოსლოვაკიას ამ დროს მხარი დაუჭირა რამდენიმე ქვეყანამ და   ძალის გამოყენების წინააღმდეგ გერმანიის მოკავშირე იტალიაც კი გამოვიდა. ჰიტლერისა და ჰენლაინის მცდელობა ამჯერად უშედეგოდ დასრულდა და ისინი მოლაპარაკებას დათანხმდნენ.

ჩემი აზრით,  უკვე ,,სუდეტების“ მეორე კრიზის დროს, როდესაც კონრად ჰენლაინის პარტიის გამოსვლებს ჩეხოლოვაკიის ჯარების შესვლა მოჰყვა სუდეტში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს  ჰიტლერთან მორიგებისა და შემდგომში მიუნხენის სამარცხვინო დოკუმენტზე ხელის მოწერის სანაცვლოდ,  მხარი უნდა დაეჭირათ ჩეხოსლოვაკიისათვის და ჰიტლერის მოთხოვნაზე, გადაეცათ უბრძოლველად სუდეტის ოლქი, უარი უნდა განეცხადებინათ ან მოლაპრაკებაზე წასულიყვნენ არა სუდეტის ოლქის გადაცემის, არამედ მისი დამოუკიდებელ ავტონომიად დარჩენის შესახებ. ვფიქრობ,  როცა სუდეტების პირველი კრიზისის დროს ჰიტლერი დათმობაზე, წავიდა, სავარუადოდ ის ეხლა ვერ გაბედავდა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ჩეხოსლოვაკიის გაერთიანების წინაღმდეგ წასვლას, მითუმეტეს რომ ჩეხოსლოვაკიას მაშინ ჰყავდა ძლიერი ჯარი და ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მემკვიდრეებს შორის ის პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით გაცილებით წინ იდგა და მისი ცხოვრების დონე შვეიცარიას უთანაბრდებოდა. დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შეეძლოთ არ დაეკარგათ დემოკრატიული სახელმწიფო და რეალური სამხედრო მოკავშირე ჩეხოსლოვაკიის სახით აღმოსავლეთ ევროპაში, რომელსაც შეეძლო გერმანიის შეკავება  ბევრად უფრო ეფექტურად, რადგან ჩეხოსლოვაკიას ჰყავდა უზარმაზარი, კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული ჯარი.  მაშინ როცა გერმანია იძულებული იქნებოდა თავისი არმიის უდიდესი ნაწილი მიემართა ბრიტანეთისა და საფრანგეთის წინაღმდეგ რეინის  დასაცავად, ჩეხოსლოვაკიას თავისუფლად შეეძლო გერმანიის თავდასხმის მოგერიება, უფრო მეტიც, თუ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი დაიწყებდა ომს  გერმანიის წინაღმდეგ ჩეხოსლოვაკიის მხარეს, რუსეთიც ჩაერთვებოდა, ამასთან რუსეთს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა აძლევდა ეფექტური და სწრაფი დახმარების საშუალებას.

3. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე რეალური ალტერნატივას წარომადგენდა დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის  კოლექტიური უსაფრთხოების ალიანსის შექმნა, (ვგულისხმობ ალიანსს ჩეხოსლოვაკიის ანექსიამდე) რადგან ეს იქნებოდა რეალური პაქტი, რომელსაც შესაძლოა მოჰყოლოდა ომის პრევენცია. მაგრამ ეს ალიანსი დაიბლოკა ,,დამშოშმინებელი“ ჩემბერლენისა და ავტორიტარული პოლონეთის მთავრობის მიერ, რომელმაც საბჭოთა არმია პოლონეთის მიწაზე არ შეუშვა. კოლექტიური უსაფრთხოების პაქტი საბჭოთა კავშირსა და დასავლეთს  შორის უკვე ნიშნავდა ჩეხოსლოვაკიისა და პოლონეთის ანექსიის და შემდგომში  მოლოტოვ-რიბენტროპის შეთანხმების გამორიცხვას. ალიანსის შემთხვევაში ჰიტლერი მოექცეოდა ჩიხში, რომელსაც დასავლეთით დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, ხოლო აღმოსავლეთით ჩეხოლოვაკია და საბჭოთა ჯარები შეუქმნიდა. ამგვარად, გერმანია ყოველმხრივ  ჩიხში ექცეოდა.  კოლექტიური უსაფრთხოების ალიანსის ქვეყნებს უნდა აერჩიათ  თავდასხმითი ტაქტიკა  და თავიდანვე გამანდგურებელი დარტყმა მიეყენებინათ გერმანიისათვის.(რაც შეიძლება მოკლე დროში მცირე დანაკრგით)

4.ალბათ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ალტერნატივას უფრო რეალურს გახდიდა გერმანიის ეკონომიკური სისუსტე, შესაბამისად არც თუ ისე ძლიერი   ჯარი, რის შედეგადაც  ჰიტლერის ამბიციების დიაპაზონი ნაკლები იქნებოდა. დიდ ბრიტანეთს უნდა შეეწყვიტა გერმანიასთან ყოველგვარი ეკონომიკური ურთიერთობა, მაშინ როცა, რეალურად 1930-იანი წლების ბოლოსთვის გერმანია დიდი ბრიტანეთისათვის ძირითადი სავაჭრო პარტნიორი იყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გერმანია დიდ ფინანსურ დახმარებას იღებდა ამერიკიდან.  მაგალითად, 1934 წელს ამერიკულმა ნავთობკომპანია “სტანდარტ ოილმა” გერმანიაში 730 ათასი აკრი მიწა შეიძინა, სადაც უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ააშენა. ეს ქარხნები ნაცისტებს ნავთობით ამარაგებდა. იმავე პერიოდში აშშ-დან გერმანიაში საიდუმლოდ ჩამოიტანეს თანამედროვე მოწყობილობა საავიაციო ქარხნებისათვის, სადაც სულ მალე გერმანული თვითმფრინავების გამოშვება დაიწყო.  ამერიკული ფირმებისგან გერმანიამ დიდი რაოდენობით სამხედრო პატენტი მიიღო და ამერიკული ტექნოლოგიებით დაიწყო “იუნკერ-87”-ის წარმოება. 1941 წელს, მაშინ, როცა მეორე მსოფლიო ომი განსაკუთრებით მძვინვარებდა, ამერიკულმა ინვესტიციებმა გერმანულ ეკონომიკაში 475 მილიონი დოლარი შეადგინა. აშშ-ს, როგორც  ბრიან-კელოგის პაქტის წევრს, რომ შეეწყვიტა ან შეემცირებინა  მაინც 30იანი წლების შუა ნახევარში  ეს დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ ის ამით ფინანსურ მოგებას ვერ  ნახავდა,  გერმანია ვერ მიაღწევდა ეკონომიკურ და სამხედრო სფეროში  განვითარების ისეთ დონეს, რომელსაც მან მიაღწია.

5. მოცემულ ალტერნატივას ომის თავიდან აცილების   ნაკლები შანსი ექნებოდა,   თუმცა მინდა მაინც განვიხილო. ჩეხოსლოვაკიის შემდეგ ჰიტლერის მთავარ სამიზნეს პოლონეთი წარმოადგენდა, რომელთანაც ურთიერთდახმარების ხელშეკრულებას საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მოაწერეს ხელი. ჩეხოსლოვაკიისაგან განსხვავებით, პოლონეთში ვითარება განსხვავებული იყო. პოლონეთი არ თმობდა ე.წ ,,დანცინგის დერეფანს“ ბრიტანეთისა და საფრანგეთის დახმარების იმედით, მაგრამ პოლონეთს რომ გერმანიისთვის დანცინგი გადაეცა, შესაძლოა ამით დაპყრობა და შემდგომში ომი აეცლებინა, მაგრამ ამ სცენარს, ვფიქრობ, ნაკლები შანსი ჰქონდა, რადგან პოლონეთის მთავრობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ ქვეყნის სათავეში იდგა   საბჭოთა კავშირის დანაწევრებასა და განადგურებას გეგმავდა.(,,პოლონეთის პოლიტიკის საიდუმლოებანი. 1935-1945 წლები“)  კატეგორიული ფორმით უარყვეს  მათ ანტიჰიტლერული ფრონტის შექმნა 1939 წელს. ამასთან ჰიტლერი უკვე უკან აღარ დაიხევდა, რადგან ბრიტანეთი და საფრანგეთმა დათმეს პოზიციები ჩეხოსლოვაკიასთან, და ჰიტლერი ალბათ ამას არგუმენტად იყენებდა, ამასთან პოლონეთის ანექსირების გეგმა ჯერ კიდევ “Main Kampf-ის” პერიოდში შეიქმნა, სწორედ  აქ უნდა დაფუძნებულიყო ,,Lebensraum“. მაგრამ მე-3 და მე-4 ალტერნატივების განხორციელების შემთხვევაში,  შესაძლოა  დანცინგის გადაცემაზე აღარ ჰქონოდა ჰიტლერს პრეტენზია.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მაშინდელ დასავლეთ ევროპის, განსაკუთრებით კი დიდი ბრიტანეთის დიდი შეცდომა ის იყო, რომ მათ ვერ გააცნობიერეს ის საფრთხეები, რომელიც შესაძლოა გამოეწვია ჰიტლერის მიმართ ,,დათმობით“ პოლიტიკას. მათ სათანადოდ ვერ აღიქვეს, ის რომ თუ “დღეს ეს ჩვენ შეგვეხო, ხვალ კი ეს უკვე თქვენ იქნებით“ ( ეთიოპიის იმპერატორის ჰაილე სელასიეს სიტყვები, როცა მან  ერთა ლიგას  სთხოვა დახმარება,  1936 წელი). საფრანგეთმა ვერ გამოიყენა შანსი რეინის ოლქში ჰიტლერის დამარცხებისა, მით უფრო დიდი იყო მოგების შანსი ბრიტანული მხარდაჭერის შემთხვევაში. მოვლენების განვითარების სრულიად სხვა სერიას მივიღებდით გერმანიისთვის ფინანსური დახმარება რომ შეეწყვიტათ,  რადგან ჰიტლერის ამბიციებს ზურგს ძლიერი სამხედრო ძალა უმაგრებდა. ,,appeasement“ პოლიტიკის ყველაზე რეალურ ალტერნატივას  კი  დასავლეთისა და საბჭოთა კავშირის კოლექტიური უსაფრთხოების ალიანსის შექმნა წარმოადგენდა.

ამგვარად, ჩემი აზრით ,,appeasement“ პოლიტიკის ალტერნატივები რეალურად არსებობდა და მათ განხორციელებას მაქსიმუმ  მეორე მსოფლიო ომის თავიდან აცილება და მინუმუმ მცირე ომის გამოწვევა შეეძლო.


ანოტაცია

ნაშრომის ,,რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფოს” მიზანია პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვას, თუ  რატომ ვერ განხორციელდა დღემდე რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფო. ნაშრომში მიმოხილულია  რუსეთ- ბელორუსიის ურთიერთობები საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე, თითოეული ქვეყნის შეხედულებები აღნიშნულ კავშირზე და ენერგორესურსების საკითხი ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში.

აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემისას მივიღე შემდეგი ჰიპოთეზა – რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფო ვერ განხორციელდა დღემდე, რადგან ამ ორ ქვეყანას აქვს ურთიერთსაწინაღმდეგო მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სამოკავშირეო სახელმწიფოს სტრუქტურა და რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა ენერგორესურსები ბელორუსიასთან მიმართებაში მანიპულირების იარაღად.  აღნიშნული ჰიპოთეზის დასამტკიცებლად გამოვიყენე ნეორეალიზმისა და გეოპოლიტიკის თეორიები.

შესავალი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძალიან ბევრი სახელმწიფო აღმოჩნდა  შემდეგი პრობლემის წინაშე – როგორ უნდა შეენარჩუნებინათ სახელმწიფოებრიობა?! ინტეგრაცია რუსეთთან და კვლავ საბჭოთა სისტემით ცხოვრება თუ დასავლეთთან დაახლოება?

კვლევა ეხება რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფოს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ბელორუსიამ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ თვითიდენტიფიკაცია ვერ მოახდინა, ამიტომაც 1990 წლიდან მოყოლებული ადგილი აქვს რუსეთ-ბელორუსიის დაახლოებისა და ინტეგრაციის პროცესს. რაც საბოლოოდ ამ ორი ქვეყნის მიერ სამოაკშირეო სახელმწიფოს შექმნის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა. მაგრამ დღევანდელ ვითარებას თუ გადავხედავთ  აღნიშნული კავშირის რეალური განხორციელება ძალიან საკამათო თემაა.

ჩემი საკვლევი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: რატომ ვერ განხორციელდა რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფო?

ვფიქრობ, საინტერესოა,  ერთი მხრივ ის ფაქტი, რომ  თუ რუსეთი ყოფილ საბჭოთა სივრცეს კვლავ საკუთარი გავლენის სფეროდ აღიქვამს და  დღეს მეტად აქტუალურ პოლიტიკას ატარებს ყოფილი კომუნისტური ქვეყნების მიმართ, რატომ არ გამოიყენა სამოკავშირეო სახელმწიფო თავისი გეოპოლიტიკური ინტერესებისათვის და  რეალურად რა დგას რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფოს უკან?

აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგად ჩამოვაყალიბე შემდეგი ჰიპოთეზა:

რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფო ვერ განხორციელდა დღემდე, რადგან ამ ორ ქვეყანას აქვს ურთიერთსაწინაღმდეგო მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სამოკავშირეო სახელმწიფოს სტრუქტურა და რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა ენერგორესურსები ბელორუსიასთან მიმართებაში მანიპულირების იარაღად.

დამოუკიდებელი ცვლადები, რომლებიც გავლენას ახდენს  მოცემულ ჰიპოთეზაზე,  შემდეგია:

  1. რუსეთ-ბელორუსიის ურთიერთსაწინაღდეგო მოსაზრებები სამოკავშირეო სახელმწიფოს სტრუქტურის შესახებ. 2. რუსეთი ენერგორესურსებზე კონტროლით მანიპულირებს.

მოცემული ჰიპოთეზა შევეცადე დამემტკიცებინა ნეორეალიზმის თეორიით, ასევე მოვიშველიე გეოპოლიტიკის თეორია.

ნაშრომში გამოყენებული მაქვს  კვლევის ხარისხობრივი მეთოდი, საერთაშორისო მკვლევარების ნაშრომები, აკადემიური სტატიები და  ინტერნეტ-რესურსები.

 

რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფო

ჯერ  კიდევ  გასულ საუკუნეში  შეინიშნება რუსეთ-ბელორუსიის ახლო ურთიერთობები.  1917 წლამდე ბელორუსია ცარისტული რუსეთის ნაწილი იყო. 1917 წლის ოქტომბერში კი, როცა რუსეთში რევოლუცია მძვინვარებდა, ჩამოყალიბდა ბელორუსიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც ავტონომიური ერთეულის სახით იყო წარმოდგენილი რუსეთში.  ხოლო უკვე 1919 წელს ყალიბდება ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც 1922 წელს საბჭოთა კავშირის წევრი გახდა.  [1]

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის წინაშე იდგა მთავარი პრობლემა, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონოდა რუსეთს 14  ახალწარმოქმნილ ქვეყანასთან. ეს საკითხი რუსეთში ფართო დებატების საგანი  გახდა – ქვეყანა უნდა გაჰყოლოდა ევროპული ინტეგრაციის გზას, როგორც ამას ,,ვესტერნისტები” მოითხოვდნენ, თუ პირიქით – რუსეთს უნდა გამოეყენებინა თავისი გეოგრაფიული მდებარეობა, როგორც სპეციალური როლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის _ ,,ევრაზიანისტები”. [2]

საბჭოთა კავშირის დაშლამ გამოიწვია ეკონომიკური და სოციალური ძვრები რუსეთში, რაც გამოწვეული იყო აბსოლუტური სტრუქტურული კრიზისის გამო, რომელიც 1993 წლის ოქტომბერში დასრულდა.  ამავე პერიოდში ბელორუსია შთანთქა ღრმა ეკონომიკურმა და სოციალურმა კრიზისმა და მიჰყვა მოვლენებს რუსეთში.[3]

1994 წლის 10 ივლისს ბელორუსიის პრეზიდენტი გახდა ალექსანდრე ლუკაშენკო. ეს ზაფხული განიხილებოდა გარდატეხის პერიოდად რუსეთ-ბელორუსიის ურთიერთობებში.  ბელორუსიის ეკონომიკურმა და სისტემურმა კრიზისმა, დამოკიდებულებამ რუსეთზე, ლუკაშენკოს პირადულმა რწმენებმა და არჩევნებმა განსაზღვრა ბელორუსიის  პოლიტიკა  – რუსეთთან ინტეგრაცია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ორი სლავი ქვეყნის კავშირი და გაერთიანება რუსეთში განიხილებოდა, როგორც  მტკიცე ფაქტორი რუსეთის პოზიციათა გაძლიერებისათვის დსთ-ში.[4] რუს და ბელორუს ხალხთა უმეტესობა საკუთარ თავს განიხილავდა ერთ ერად, და არა როგორც ორ სხვადასხვა ერის  წარმომადგენლებად.[5]

1995 წლის 21 თებერვალს რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსიის რესპუბლიკას შორის გაფორმდა მეგობრობის, კარგი მეზობლობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება. იმავე წლის 14 მაისს ბელორუსიაში ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა შემდეგ კითხვაზე: ,,უჭერთ თუ არა მხარს ბელორუსიის პრეზიდენტის გეგმებს რუსეთთან ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ?” მოსახლეობის 83.3%-მა თანხმობა განაცხადა. რეფერენდუმის შედეგად ლუკაშენკომ მიიღო ე.წ ეროვნული მანდატი – გაეგრძლებინა მოსკოვთან ინტეგრაცია.[6]

იმავე წლის ოქტომბერში რუსეთის დუმამ მიიღო სპეციალური რეზოლუცია, რომელშიც აღნიშულია, რომ სლავი ერების გაერთიანების იდეა შეეფერება რუსეთისა და ბელორუსიის ინტერესებსა და მოლოდინებს. იგი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და სლავური კულტურის განვითარებას, დაეხმარება კრიზისის დაძლევაში  და გაზრდის  რუსეთისა და ბელორუსიის საერთაშორისო მდგომარეობას. [7]

1996 წლის 2 აპრილს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას რუსეთ-ბელორუსიის რესპუბლიკის შესახებ. ხელშეკრულებას მოჰყვა გადაწყვეტილება, შექმნილიყო ახალი ინსტიტუტი – საპარლამენტო ასამბლეა – რესპუბლიკის წარმომდაგენლობითი ორგანო, რომელშიც რუსეთი და ბელორუსია თანაბარი რაოდენობით  იქნებოდნენ წარმოდგენილნი. აღნიშნული რუსეთ-ბელორუსიის სახელმწიფო  იყო უფრო მეტად კონსოლიდირებული სტრუქტურა, ვიდრე დსთ.[8]

ერთი წლის შემდეგ უკვე რუსეთ-ბელორუსიის რესპუბლიკა ტრანსფორმირდა   სამოკავშირეო სახელმწიფოდ. 1997 წლის 2 აპრილს სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ალექსანდრე ლუკაშენკომ და ბორის ელცინმა. [9]

აღნიშნული კავშირის ხელშეკრულების მიხედვით სამოკავშირეო სახელმწიფოს მიზანს წარმოადგენს[10]:

- რუსეთ-ბელორუსიის ფედერაციის ძმობის, მეგობრობისა და ურთიერთობათა გაღრმავება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო, სამეცნიერო, კულტურულ და სხვა სფეროებში.

- ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება და ყოველგვარი პირობების შექმნა ინდივიდთა ჰარმონიული განვითარებისათვის.

- სამოკავშირეო სახელმწიფოს მატერიალური და ინტელექტუალური პოტენციალის შექმნითა და ეკონომიკური მექანიზმის გამოყენებით კავშირის ორივე წევრი ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა.

- ეროვნული საკანონმდებლო სისტემის დაახლოება სამოკავშირეო სახელმწიფოს საკანონმდებლო სისტემასთან.

სამოკავშირეო სახელმწიფო წარმოდგენილლი იყო შემდეგი საერთო სახელმწიფოებრივი ატრიბუტებით: საერთო პრეზიდენტით, პარლმენტით, დროშით, ჰიმნით, გერბით, მოქალაქეობითა და საერთო სამხედრო ფორმით. [11]

ხელშეკრულებამ სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შესახებ შექმნა შემდეგი ინსტიტუტები[12]:

  • უზენაესი სახელმწიფო საბჭო – უმაღლესი ხელისუფლება სამოკავშირეო სახელმწიფოში, სადაც წარმოდგენილია  პრეზიდენტები, პრემიერმინისტრები და ორივე ქვეყნის პარლამენტთა პალატების ხელმძღვანელები. ყოველ ქვეყანას აქვს ერთი ხმა საბჭოში, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ერთსულოვანი.
  • მინისტრთა საბჭო – წარმოდგენილია წვერი სახელმწიფოების პრემიერ-მინისტრებით, ეკონომიკის, ფინანსთა, საგარეო საქმეთა მინისტრებითა და სამოკავშირეო სახელმწიფოს მდივნით.
  • ორპალატიანი სამოკავშირეო პარლამენტი, (შეიცავს ასევე არჩეულ წარმომადგენელთა სახლს, რომელშიც წარმოდგენილია 75 დეპუტატი რუსეთის ფედერაციიდან და 28 ბელორუსიდან) არჩეულია საერთო ხალხის  მიერ და  სამოკავშირეო სახლის მიერ დეპუტატთა თანაბარი რაოდენობით (36) თითოეული ქვეყნიდან. სამოკავშირეო პარლამენტი არასდროს შესულა ძალაში.
  • კავშირის სასამართლო სისტემა შედგება 9 მოსამართლისაგან, რომლებიც ინიშნებიან 6 წლის ვადით. სასამართლო სისტემაც არასდროს შესულა ძალაში.
  • აუდიტის პალატა – აკონტროლებს ბიუჯეტის იმპლემენტაციას.

 

 

ლიტერატურის მიმოხილვა

ნაშრომი, რომელსაც საკვლევი საკითხის უკეთ გასაგებად გავეცანი ეკუთვნის რუთ დეირმონდს – ,,სამოკავშირეო სახელმწიფო: სამხედრო წარმატებები, ეკონომიკური და პოლიტიკური წარუმატებლობები.”[13] აღნიშნულ ნაშრომში ავტორი საუბრობს სამოკავშირეო სახელმწიფოს სამი ძირითადი სფეროს შესახებ:

  • ეკონომიკური სფერო;
  • პოლიტიკური სფერო;
  • თავდაცვითი სფერო;

დეირმონდს განხილული აქვს თითოეული სფეროს წარმატება და წარუმატებლობა. მისი აზრით, ბელორუსიისა და რუსეთის ურთიერთობები სამოკავშირეო სახელმწიფოს ჭრილში მხოლოდ თავდაცვით სფეროში განხორციელდა წარმატებით, რადგან ამ სფეროში მიმდინარე მოლაპარაკებათა პროცესები, შეთანხმებები და თავდაცვითი ინტეგრაციის იმპლემენტაცია იყო უფრო სწრაფი, ვიდრე სხვა სფეროებში.

დეირმონდის მტკიცებით, რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახლემწიფოს ასიმეტრიული განვითარება არის შედეგი უამრავი ფაქტორისა, მათ შორის რუსეთ-ბელორუსიის ურთიერთობებში ძალთა არათანაბარი გადანაწილების ჩათვლით, რომელმაც თავიდან აიცილა კავშირის განვითარება რუსეთისათვის არასასარგებლო მიმართულებით,  ასევე რუსეთ-ბელორუსიის აზრთა სხვადასხვაობა პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში, შეთანხმება სამხედრო პირობებზე და ცვლილებები პუტინის მმართველობის ქვეშ ბელორუსიის მიმართ და საერთოდ საგარეო პოლიტიკაში.

მეორე ნაშრომი, რომელსაც  კვლევის დროს გავეცანი ეკუთვნის აუდრიუს ზულის – ,,რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნისაკენ”[14]. ნაშრომში მოცემულია ერთგვარი ისტორიული რაკურსი რუსეთ-ბელორუსიის კავშირის შექმნის შესახებ. რა მოვლენები და მოლაპარაკებები უძღოდა ამ მოვლენას წინ, და  რატომ იყო ბელორუსელი მოსახლეობა მომხრე რუსეთთან ინტეგრაციის პროცესის.

ნაშრომში საუბარია კონსტიტუციურ აქტზე, და იმ საკითხებზე რომელზეც რუსეთსა და ბელორუსიას განსხვავებული პოზიციები გააჩნიათ. ეს ის საკითხებია, რომელზეც უკვე კარგა ხანია მიმდიანრეობს მოლაპარაკებები, ეს არის შეუთანხმებლობა იმაზე, თუ როგორი სახის უნდა იყოს კავშირი? ფედერაცია, კონფედერაცია თუ ევროკავშრისის მსგავსი გერთიანება?

ასევე მნიშვნელოვანი გამოდგა ჩემს კვლევაში კლოე ბრიუსის ნაშრომი  ,,ძმური კავშირი თუ ძმური ფიქცია? რუსეთ-ბელორუსიის ურთიერთობებში გაზის ფაქტორი”.[15] ნაშრომის მთავარ საკითხს წარმოადგენს  – გაზზე დამოკიდებულება  რა გავლენას ახდენდა ბელორუსია-რუსეთის ურთიერთობებში 1993 წლიდან 2004 წლის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში, ბელორუსიისათვის გაზის მიწოდება თანდათანობით მცირდებოდა კომერციული დავების გამო, რომლის შედეგი გახდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დაძაბულობა. ნაშრომში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკა საბჭოთა კავშირის დაშლიდან  მოყოლებული ბელორუსიის, დსთ-ს სხვა სახელმწიფოებისა და სამოკავშირეო სახელმწიფოსთან მიმართებაში, ამ უკანასკნელს კი ავტორი მხოლოდ ცარიელ ქაღალდზე არსებულ შეთანხმებად მიიჩნევს.   ბრიუსის აზრით, გაზმა რუსეთ-ბელორუსიის ურთიერთობები ძალდატანებითი გახადა. გაზის მიწოდების შეწყვეტა კი სერიოზული ეკონომიკური სანქციაა.

 

 

თეორია

ჰიპოთეზის ახსნას ნეორეალიზმის თეორიით შევეცდები. ეს თეორია ყველაზე უკეთ მიესადაგება თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებს და ხსნის სახელმწიფოების ქცევას ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში. აგრეთვე მოვიშველიებ  გეოპოლიტიკის თეორიას.

ნეორეალიზმის, იგივე სტურქუტურული რეალიზმის, ფუძემდებელია ქენეთ უოლცი და მისი ნაშრომი ,,საერთაშორისო პოლიტიკის თეორია.” ამ თეორიის მიხედვით, საერთაშორისო სისტემა ანარქიულია, ხოლო ამ სისტემის მთავარი აქტორები სუვერენული სახელმწიფოები არიან. ანარქიულ სისტემაში, სადაც არ არსებობს უმაღლესი მმართველი ორგანო, სახელმწიფოებს თვითგადარჩენის მოტივი ამოძრავებთ.[16] მათი ამბიციები მერყეობს გადარჩენიდან მსოფლიო ბატონობამდე. ამ სახელმწიფოების შესაძლებლობების მიხედვით, ანარქიულობა განაპირობებს სახელმწიფოთა ყოფნას თვითდახმარების სისტემაში, სადაც თითოეული ერთეული თავისი ძალისხმევის ნაწილს მიმართავს არა საკუთარი კეთილდღეობისაკენ, არამედ სხვებისაგან თავის დაცვის საშუალებათა უზრუნველყოფისაკენ.[17]

ნეორეალისტების აზრით, ძალა კვლავ რჩება საგარეო მიზნების მიღწევის საშუალებად, ხოლო სუვერენულ სახელმწიფოთა მთავარი საზრუნავი უსაფრთხოებაა.

მიუხედავად ძალის მნიშვნელობისა ნეორეალიზმის თეორიაში, მისი მიმდევრები აღიარებენ თანამშრომლობის შესაძლებლობას, თუმცა  სახელმწიფოები თანამშრომლობის დროს არჩევანს აბსოლუტურ და ფარდობით მოგებას შორის აკეთებენ. თანამშრომლობის გზით საერთო სარგებლის მიღების შესაძლებლობის წინაშე მდგომი სახელმწიფოები, რომლებიც უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ თავს, უნდა დაინტერესდნენ, თუ როგორ განაწილდება მოგება. ისინი იძულებულნი არიან, დასვან არა ამგვარი კითხვა: ,,ორივე ჩვენგანი ნახავს მოგებას?” არამედ შემდეგი სახის კითხვა: ,,ვინ უფრო მეტ მოგებას ნახავს?” თუ მოსალოდნელი მოგება განაწილდება, ვთქვათ, 2/1 პროპორციით, ერთ-ერთმა სახელმწიფომ შეიძლება სცადოს არათანაბარი მოგების გამოყენება ისეთი პოლიტიკის გასატარებლად, რომელიც მეორის დაზიანებას ან განადგურებას ისახავს მიზნად. [18] ნეორეალიზმის თეორეტიკოსები საერთაშორისო ურთიერთიობებში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების როლს არ უარყოფენ, თუმცა ქენეთ უოლცის აზრით, საერთაშორისო ორგანიზაციებს ქმნიან და საკუთარ გავლენას უქვემდებარებენ ძლიერი სახელმწიფოები.[19]

უოლცი საერთაშორისო პოლიტიკის სტრუქტურას განსაზღვრავს სამ ელემენტზე დაყრდნობით[20]:

1. მოწყობის პრინციპის მიხედვით საერთაშორისო პოლიტიკური სისტემა არის დეცენტრალიზებული და ანარქიული. ეს იმით არის განპირობებული, რომ არ არსებობს უზენაერსი მმართველობა/მთავრობა, რომელიც დაარეგულირებდა ურთიერთობებს სისტემის შემადგენელ ელემენტებს შორის.

2.  ელემნტების ხასიათი. უოლცის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ სტრუქტურა განისაზღვრება არა ყველა მოქმედი ელემენტის მიერ, არამედ მთავარი მოქმედი ელემენტების მიერ, რომლებიც არიან სახელმწიფოები. უოლცი ასკვნის, რომ სახელმწიფოები არიან ის ელემენტები, რომელთა ურთიერთქმედება ქმნის საერთაშორისო პოლიტიკის სტრუქტურას და რომ ეს ასე იქნება დიდი ხნის განმავლობაში.

ამგვარად საერთაშორისო სისტემის მთავარი მომქედი ელემენტები არიან ერთი და იმავე ფუნქციების მქონე სუვერენული სახლმწიფოები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავიანთი შესაძლებლობებით.

3.         შესაძლებლობათა გადანაწილება. სისტემის ეს მესამე ელემენტი უმნიშვნელოვანესია, რადგან იგი ძალაზე და ძლიერებაზეა დაფუძნებული. უოლცის თქმით, სტრუქტურებს განსაღვრავს არა მათში წარმოდგენილი ყველა მონაწილე, არამედ მონაწილეთა შორის ყველაზე უფრო ძლიერები. პოლიტიკური სისტემები ერთმანეთასაგან განსხვავდებიან იმის და მიხედვით, თუ რამდენი ძლიერია სახელმწიფოა მასში.

ხოლო რაც შეეხება გეოპოლიტიკის თეორიას, რომელიც რეალიზმით საზრდოობს, ის ქვეყნებს შორის ურთიერთობებში ძალის გამოყენების ფაქტორს გულისხმობს. გეოპოლიტიკა ,,ბირთვის” ქვეყნებსა და ნახევრადპერიფერიულ ქვეყნებს შორის მეტოქეობას შეეხება. გეოპოლიტიკური კოდი, რომელიც წარმოადგენს მთავრობის პოლიტიკურ-გეორგაფიული ვარაუდთა სისტემას, საფუძვლად ედება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. ამგვარი კოდი მოიცავს:[21]

1.         ქვეყნის ინტერესების განსაზღვრას;

2.         საგარეო საფრთხის დადგენა-გაცნობიერებას, რომელიც აღნიშნულ ინტერესებს ემუქრება;

3.         ადეკვატური საპასუხი ზომების დაგეგმვას;

4.           აღნიშნული ქმედების დასაბუთებას.

ყოველ ქვეყანას საკუთარი გეოპოლიტიკური კოდი გააჩნია. ქვეყნებს შორის ურთიერთობებში არსებობს გავლენათა იერარქია, სადაც უფრო ძლიერი ცდილობს საკუთარი იდეები თავს მოახვიოს უფრო სუსტს. ამგვარ სტრუქუტრას მსოფლიო გეოპოლიტიკური წესრიგი ეწოდება.[22]

რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფოს შესწავლის შემდეგ კითხვაზე, თუ რატომ ვერ განხორციელდა სამოკავშირეო სახელმწიფო და რა მიზეზები იდგა მის უკან, გამოიკვეთა შემდეგი ფაქტორები, რომლებიც ჩემს კვლევაში წარმოდგენილი მაქვს, როგორც დამოუკიდებელი ცვლადები. ესენია:

  1. რუსეთ-ბელორუსიის ურთიერთსაწინაღდეგო მოსაზრებები სამოკავშირეო სახელმწიფოს სტრუქტურის შესახებ. 2. რუსეთი ენერგორესურსებზე კონტროლით მანიპულირებს.

 

 

რუსეთ-ბელორუსიის აზრთა სხვადასხვაობ

 

სამოკავშირეო სახელმწიფოს სტრუქტურა

მოსკოვმა ურზუნველყო პროპორციული მიდგომა კავშირის პოლიტიკური ინსტიტუტების ფორმირებაში. ეს კომპრომისი ასახულია კონსტიტუციური აქტის ტექსტში, რომელშიც წარმომადგენელთა პალატა დაკომპლექტებულია 27 წევრით ბელორუსიიდან და 75 წევრი რუსეთის ფედერაციიდან, ხოლო სამოკავშირეო სახლი – 36 წევრი თითოეული  სახელმწიფოდან. [23]

ვლადიმირ პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ, რუსეთის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებია. სწორდ მისი მმართველობის პერდიოში დაიწყო რუსეთის საგარეო პოლიტიკაში მთავარი კონსესუსის ჩამოყალიბება. აღნიშნული კონსესუსის მთავარ ელემენტს წარმოადგენს გაცნობიერება იმისა, რომ მიუხედავად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მომხდარი ისტორიული და ხშირ შემთხვევაში მტკივნეული ცვლილებებისა, რუსეთს აქვს შესაძლებლობა მოიქცეს ისე, როგორც ეს ,,დიდ სახელმწიფოებს” შეეფერება.[24] ცვლილებები რა თქმა უნდა ბელორუსიასაც შეეხო.

ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ვერ მოახერხეს საერთო პოზიციის ჩამოყალიბება კავშირის სტრუქტურის შესახებ. ისინი დღესაც ინარჩუნებენ თავიანთ განსხვავებულ პოზიციებს რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფოს მოდელის შესახებ – ფედერაცია? კონფედერაცია თუ ევროკავშირის მსგავსი მოდელი?[25]

ლუკაშენკომ კატეგორიულად უარყო პუტინის გეგმა – შექმნილიყო სახელმწიფოთა ფედერაცია. მისი განცხადებით, აღნიშნული გეგმა ფედერაციის შექმნის შესახებ რეალურად გულისხმობდა, ბელორუსიის შთანთქმას რუსეთის ფედერაციაში. 2002 წლის ივნისში პუტინმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია: ,,ისეთი ორი ქვეყნის გაერთიანება, როგორიცაა ბელორუსია და რუსეთი, უნდა განხორციელდეს უსიტყვოდ ერთი სახელმწფიფოს  შიგნით ….  იქნება ერთი პარლამენტი…. ერთი მთავრობა და ერთი სახელმწიფო. .” საპასუხოდ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სინამდვილეში ეს იყო დამაბრკოლებელი ტაქტიკა, რათა თავიდან აეცილებინათ სამოკავშირეო სახელმწიფოს მომავალი განვითარება.[26]

2002 წლის 2 აგვისტოს  პუტინმა მოსკოვში ვიზიტის დროს ალექსანდრე ლუკაშენკოს შესთავაზა გაერთიანების ,,ყველაზე ნათელი და პირდაპირი გზა”: შეექმნათ ფედერალური სახელმწიფო და ბელორუსია გამხდარიყო რუსეთის ფედერაციის ნაწილი. პუტინის სცენარი შემდეგში მდგომარეობდა:[27]

-         2003 წლის მაისში რეფერენდუმი;

-          2003 წლის მაისში საერთო პარლამენტის არჩევნები;

-         2004 წლის მარტში სამოკავშირეო სახელმწიფოს პრეზიდენტის   არჩევნები;

დამატებით პუტინმა ხაზი გაუსვა გეგმას, თუ როგორ უნდა დაჩქარებულიყო საერთო ვალუტის,  რუსული რუბლის, მიღება.

ლუკაშენკოს არგუმენტით, ფედერაცია მიუღებელია ბელორუსიისათვის, რადგან ეს უკვე ნიშნავს ეროვნულ სუვერენიტეტზე უარის თქმას. მის პოზიციას ზურგი გაუმაგრა სახალხო გამოკითხვამ, რომელიც ჩატარდა 2005 წელს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიერ (NISEPI). გამოკითხვის მიხედვით, ბელორუსელი მოსახლეობის 50.6%-მა თანხმობა განაცხადა, რუსეთთან  შეიქმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელშიც ორივე სახელმწიფო ერთმანეთთან  ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით იქნებოდნენ დაკავშირებულნი, 28.9%-ის აზრით, ბელორუსიას რუსეთთან ისეთივე ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, როგორც დსთ-სხვა წევრ ქვეყნებთან. რესპოდენტთა მხოლოდ 13.2%-მა დაუჭირა მხარი  ერთიანი სახელმწიფოს შექმნას რუსეთთან საერთო პრეზიდენტით, მთავრობით, შეიარაღებული ძალებითა და დროშით. [28]

იმავე წლის 1-2 ოქტომბერს რუსეთის სახალხო აზრთა კვლევის ცენტრმაც ჩაატარა გამოკითხვა, სადაც მიიღეს შემდეგი შედეგი:  გამოკითხულთა 30%-მა მხარი დაუჭირა ორი ქვეყნის გაერთიანებას თანასწორობის საფუძველზე, 20%-მა ხმა მისცა საერთო სახელმწიფოებრივი მოდელს ევროკავშირის მსგავსი გაერთიანების საფუძველზე, მხოლოდ 13%-მა დაუჭირა მხარი ბელორუსიის რუსეთთან შეერთებას, როგორც რუსეთის ფედერაციის ნაწილს და 23%-მა  არსებული ორმხრივი ურთიერობების გაუმჯობესებას.[29]

პუტინის შემდეგი შემოთავაზება იყო ევროკავშირის მსგავსი გაერთიანების შექმნა: სამოკავშირეო სახელმწიფოს ერთიანი პარლამენტის გადაწყვეტილებები და იურიდიული ნორმები გადატანილი და მიღებული იქნება ბელორუსიისა და რუსეთის ეროვნული პარლამენტების მიერ. 2005 წლის 20-21 ივლისს პრეზიდენტთა შეხვედრისას ზავედოვში (რუსეთი) პუტინმა შესთავაზა, რომ ინტეგრაცია გაგრძელებულიყო ევროკავშირის მოდელზე დაყრდნობით.[30]

ევროკავშირის საფუძველზე სამოკავშირეო სახელმწიფოს მოდელირებაც მიუღებელი აღმოჩნდა ლუკაშენკოსათვის. მისი განცხადებით, ეს ნიშნავს რამდენიმე ნაბიჯით უკან დახევას…. ჩვენ გვაქვს გაცილებით მეტი გამოცდილება, ვიდრე ევროკავშირს სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნაში, რადგან ჩვენ ვიცხოვრეთ ერთად  – საბჭოთა კავშირში.” [31].

რაც შეეხება სამოკავშირეო სახელმწიფოს კონსტიტუციას, აქაც აზრი  ორად გაიყო. პუტინის მტკიცებით, სამოკავშირეო სახელმწიფო უნდა დაფუძნებულიყო რუსეთის კონსტიტუციაზე რუსეთის ფედერალური სტრუქტურის გამო.[32] ეს მოსაზრება რა თქმა უნდა მიუღებელი აღმოჩნდა ლუკაშენკოსთვის.

 

ერთიანი ვალუტა?!

სამოკავშირეო სახელმწიფოს  ეკონომიკური ასპექტის ერთ-ერთ მიზანს ერთიანი ვალუტის შექმნა წარმოადგენდა. თავდაპირველად ორივე ქვეყანა მივიდა საერთო პოზიციამდე, რომ საერთო ფულის ერთეულად მიეღოთ რუსული რუბლი. 1999 წლის შეთანხმებების მიხედვით საერთი ვალუტა უნდა შექმნილიყო 2005 წლისათვის. შეთანხმებიდან ერთი წლის შემდეგ დაიდო ახალი პირობა, რომ 2005 წლისათვის ჩამოყალიბებულიყო საერთო ვალუტის გამომშვები ცენტრი, ხოლო საერთო ვალუტა  – უკვე 2008 წლისათვის. როცა მოახლოვდა საერთო ვალუტის მიღების დრო, უთანხმოების მთავარი საგანი გახდა, თუ ვინ აკონტროლებდა ვალუტის გამოშვების პროცესს. ბელორუსიის განცხადებით, ეს პროცესი უნდა მომხდარიყო ორივე ქვეყნის ბანკების  და მათთან ერთად საერთაშორისო ბანკის კონტროლის ქვეშ. საპასუხოდ 2003 წლის დასაწყისში რუსეთის ფინანსთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი დაეთანხმებოდა ერთიანი ვალუტის გამოცემას მხოლოდ რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ. საბოლოოდ, 2003 წლის ივლისში ლუკაშენკომ უარყო ივნისში ხელმოწერილი ხელშეკრულება  ძალში შესვლამდე ერთი დღით ადრე.[33]

ამგვარად ორივე მხარემ ვერ მოახდინა შეთანხმება საერთო ვალუტაზე. მათ ვერც საბაჟო კანონთა ჰარმონიზაცია მოახდინეს და შედეგად თითოეულმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლა, როგორც ცალკე ერთეულებმა, გადაწყვიტეს.[34]

 

 

ენერგორესურსები რუსეთ-ბელორუსიის ურთიერთობებში

 

რუსეთისათვის ბელორუსია წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ სატრანზიტო ქვეყანას. ბელორუსიის ტერიტორიაზე გადის ისეთი მნიშვნელოვანი მილსადენები, როგორებიცაა ,,იამალევროპა”, ,,დრუჟბა” და ,,ჩრდილოეთის ნათება”. მაგალითისათვის, ,,იამალევროპის” მილსადენის, რომელიც 1999 წელს გაიხსნა, გაზის გამტარიანობამ პოლონეთსა და გერმანიაში  ,,გაზპრომის” შემოსავალი ბელორუსიიდან 7%-დან 15%მდე გაზარდა. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ რუსეთისათვის ბელორუსია წარმოადგენს 10 მილიონ გაზის მომხარებელთა შორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბაზარს.[35] სამოკავშირეო სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, 1999 წელს მიღებულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც  1000 კუბურ მეტრ გაზზე გადასახადი  30 აშშ დოლარიდან 26 -ზე ჩამოვიდა.[36]

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ,,გაზპრომი” (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაზის მწარმოებელი რუსული კომპანია) არის გაზის მთავარი მიმწოდებელი ბელორუსიისათვის. 2002 წლის ივლისიდან მოყოლებული ბელორუსია გაზს ყიდულობდა გაზპრომიდან რუსეთის შიდა ფასის შესაბამისად 1995 წლის საბაჟო კავშირის შეთანხმების საფუძველზე.[37]

რუსეთის ხელისუფლების ცვლილებამ, ვლადიმირ პუტინის გაპრეზიდენტებამ (1999 წელი) მინსკსა და მოსკოვს შორის ურთიერთობათა ,,გაციება” გამოიწვია. მიუხედავად პუტინის დაცული ინტეგრაციისა დსთ-სთან, მისი პოლიტიკა უფრო პრაგმატული იყო, ვიდრე მისი წინამორბედისა. პუტინმა თავის პირველ საპრეზიდენტო ინავგურაციაზევე ხაზი გაუსვა, რომ უნდა მიეღოთ გაზის ახალი საფასური რუსეთთან პოლიტიკურად დაახლოებული სახელმწიფოებიდანაც კი.[38] მისი განცხადებით, ყოფილი საბჭოთა სივრცე კვლავ მისი გავლენის სფეროა.[39] ამისთვის კი რუსეთი მუდამ ცდილობს გაზი და ნავთობი გამოიყენოს მანიპულირების იარაღად ევროპასთან და განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცესთან მიმართებაში.

 

 

2004 წლის კონფლიქტი

2004 წელს რუსეთმა ბელორუსიას გაზი მიწოდება შეუწყვიტა. უთანხმოება კი, გაცილებით ადრე დაიწყო. 2002 წელს ამ ორ ქვეყანას შორის დაიდო შეთანხმება, რომლის მიხედვითად ბელორუსია დათანხმდა ,,გაზპრომისთვის” მიეყიდა ,,ბელტრანსგაზის” აქციათა ნახევარი. შეთანხმებაში მოცემული იყო აგრეთვე ის პუნქტიც, რომ ბელორუსიისათვის გაზის საფასური შემდეგი 5 წლის განმავლობაში იქნებოდა იგივე, რაც თვით რუსეთის შიგნით. თუმცა კონტრაქტი არ საზღვრავდა ბელტრანსგაზის აქციათა ღირებულებას,[40] ბელორუსიამ ის დაახლოებით 5-6 მილიარდ, ხოლო ,,გაზპრომმა” 500-600 მილიონ დოლარად შეაფასა. საბოლოოდ ვერ მოხდა ფასზე შეთანხმება, რის შედეგად 2004 წლის 1 იანვარს გაზპრომმა შეუწყვიტა ბელორუსიას გაზის მიწოდება (გადაკეტა ,,ჩრდილოეთის ნათების” მილსადენი). ბელორუსია იძულებელი გახდა მოკლევადიანი კონტრაქტები გაეფორმებინა ITIERA -სა და TRANSNAFTA-სთან, რომელთა ამოწურვის შემდეგ ბელორუსაიმ დაიწყო გაზის გამოყენება ,,იამალევროპის” მილსადენიდან ,,გაზპრომის” თანხმობის გარეშე. 18 თებერვალს ,,გაზპრომმა” კვლავ შეუწყვიტა მიწოდება ბელორუსიას. 2004 წლის ივნისამდე ბელორუსია კვლავ მოკლევადიან კონტრაქტებს დასჯერდა. საბოლოოდ ლუკაშენკო დათანხმდა გაზპრომის ახალ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც, ბელორსიას უნდა გადაეხადა 46.48  აშშ დოლარი ათას კუბურ მეტრში.[41]

2007 წლის კონფლიქტი

ძალიან დიდი ხნის მანძილზე გაზის საფასური საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებისათვის გაცილებით იაფი იყო, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის. 2006 წელს ბელორუსია 47  აშშ დოლარს იხდიდა 1000 კუბურ მეტრ გაზში, მაშინ როცა გერმანია  იგივე რაოდენობაში  – 290  აშშ დოლარს. [42]

მაგრამ უკვე 2006 წელს ,,გაზპრომი” გამოვიდა განცხადებით, რომ ის გაზრდიდა ბელორუსიისათვის გაზზე გადასახადს 200 აშშ დოლარამდე 2007 წლისათვის, თუ ბელორუსია არ გადასცემდა იმ სატრანზიტო მილსადენებზე კონტროლის სადავეებს, რომლებიც გერმანიასა და პოლონეთს ამარაგებდა. მოსკოვს სურდა ასევე  4 მილიარდ  აშშ დოლარად ეყიდა ბელტრანსგაზის აქციათა ნახევარი, რაზეც ლუკაშენკომ უარი განაცხადა.  ბელორუსელი ეკონომისტის იაროსლავ რომანჩუკის განცხადებით, პუტინი ყველანაირად ცდილობდა გაეზარდა თავისი გავლენა რუსეთის მიმართ ლუკაშნკოს პოლიტიკაზე ენერგო ფასებზე ცვლილებით.[43]

2006 წელს ,,გაზპრომი” ბელორუსიას დაემუქრა, რომ შეუწყვეტდა გაზის მიწოდებას 2007 წლის 1 იანვრიდან, საბოლოოდ ორივე მხარე შეთანხმდა:[44]

-      ბელორუსია 1000 კუბურ მეტრ გაზში გადაიხდიდა 100 აშშ დოლარს.

-  ბელორუსია დათანხმდა ,,ბელტრანსგაზის” აქციათა ნახევარი მიეყიდა 2.5 მილიარდ  აშშ დოლარად.

ენერგორესურსებზე ფასების ცვლილებამ რუსეთ-ბელორუსიის ურთიერთობათა გაუარესება გამოიწვია[45] და კიდევ უფრო საეჭვო გახადა სამოკავშირეო სახელმწიფოს განხორციელება.

 

 

 

,,რძის ომი”

ურთიერთობები ბელორუსიასა და რუსეთს შორის კიდევ უფრო დაიძაბა 2009 წლის 6 ივნისს, როცა რუსეთმა ემბარგო დაადო ბელორუსულ რძეს, რომელიც მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს ბელორუსიისათვის. ეგრეთ წოდებულ ,,რძის ომს” წინ უძღოდა რიგი მოვლენები, რომელიც სავარაუდოდ შეიძლება განვიხილოთ ემბარგოს მიზეზებად. ჯერ კიდევ ,,რძის ომამდე” პუტინმა მინსკში ვიზიტის დროს გამოხატა საკუთარი ინტერესი ბელორუსიის რძის ბიზნესის მიმართ. ამის საპასუხოდ კი, ბელორუსიის მთავრობის მიერ დაიწყო მოლაპარაკებები ევროკავშირთან ბელორუსული რძის ევროკავშირის სტანდარტებით  სერთიფიცირებაზე. რუსეთმა  საპასუხო ნაბიჯად დაბლოკა რძის იმპორტი რუსეთში არასათანადო სერტიფიკატის გამო, ხოლო რუსული მედიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია ბელორუსული რძის პროდუქტების, როგორც ჯანმრთელობისათვის საზიანო პროდქუტის შესახებ. [46]

თუმცა ბელორუსიის მოლაპარაკებები ევროკავშირთან არ უნდა ჩავთვალოთ მხოლოდ ერთადერთ საბაბად ,,რძის ომისა”, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ერთ-ერთ მიზეზად ბელორუსიის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოფიციალური არაღიარება. რადგან ონიშენკოს (რუსეთის სახალხო ჯანმთელობისა და სამომხარებლო სააგენტოს ხელმძღვანელი) განცხადებას რძის პროდუქტების დაბეგვრის შესახებ,  წინ უძღოდა ლუკაშენკოს განცხადება, იმის შესახებ თუ როგორ შესთავაზა რუსეთმა ბელორუსიას 500 მილიონი  აშშ დოლარის სესხი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების სანაცვლოდ.[47]

ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის სამოკავშირეო სახელმწიფო ვერ შედგა ისე, როგორც მას სურდა. მისთვის კიდევ უფრო უარესი აღმოჩნდა  პუტინის მოსვლა. პუტინმა უარყო კავშირის თანასწორობის საფუძველზე შექმნის იდეა და განაცხადა, რომ პოლიტიკურამდე საჭირო იყო ეკონომიკური ინტეგრაცია.[48] თუმცა, ვერც  აქ მოხერხდა  საერთო ვალუტის, ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა და ამას დაემატა ენერგოკრიზისები, რომლებმაც  პოლიტიკური დაძაბულობა შესძინა ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას. ენერგო რესურსებზე გაზრდილი გადასახადი და რძის პროდუქტებზე ემბარგო რეალურად იმის მანიშნებელი იყო, რომ რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოიყენოს ენერგორესურსებზე კონტროლი ბელორუსიაზე გავლენის მოსახდენად. მისი გეოპოლიტიკური მიზნები სწორედაც, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე გავლენის შენარჩუნებას  უკავშირდება. რუსეთისათვის სამოკავშირეო სახელმწიფო მხოლოდ ნიღაბია, რათა ბელორუსიასთან კვლავ შეინარჩუნოს ისტორიული ,,ძმობა”. სინამდვილეში კი  რუსეთი ბელორუსიას არასდროს აღიქვამს თანასწორ სახელმწიფოდ.  ლუკაშენკო კი თანასწორობის პრინციპის გარეშე კავშირის შესაძლო განხორცილებას  ვერ ხედავს: ,,ჩვენ ვუყურებთ ამ კავშირს როგორც თანასწორი სახელმწიფოების გაერთიანებას. მთავარი პრინციპი მოცემული კავშირის არის თანასწორობა. ამის გარეშე კავშირი არ შედგება.[49]

აღნიშნული ქეისის – რუსეთ ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფო განუხორციელებლობა  – შესწავლის შემდეგ ჩამოვაყალიბე კონკრეტული  ჰიპოთეზა:

რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფო ვერ განხორციელდა დღემდე, რადგან ამ ორ ქვეყანას აქვს ურთიერთსაწინაღმდეგო მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სამოკავშირეო სახელმწიფოს სტრუქტურა და რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა ენერგორესურსები მანიპულირების იარაღად ბელორუსიასთან მიმართებაში. სტრუქტურაში ნაგულისხმევია კავშირის განხორციელების შესაძლო ტიპები: ფედერაცია, კონფედერაცია და ევროკავშირის მოდელი, ხოლო ენერგორესურსებით მანიპულირებაში 2004, 2007 წლების გაზის კრიზისი და ,,რძის ომი”.

დამოუკიდებელი ცვლადები: 1. რუსეთ-ბელორუსიის ურთიერთსაწინაღდეგო მოსაზრებები სამოკავშირეო სტრუქტურის შესახებ. 2.  რუსეთი ენერგორესურსებზე კონტროლით მანიპულირებს

კონკრეტული ჰიპოთეზიდან გამოვიყვანე ზოგადი ჰიპოთეზა _: ორი ქვეყნის მიერ სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნა ვერ განხორციელდება, თუ ამ ქვეყნებს აქვთ ურთიერთსაწინაღმდეგო მოსაზრებები კავშირის სტრუქტურასთან დაკავშირებით და თუ  ერთ-ერთი აქტიურად იყენებს ენერგორესურსებზე კონტროლს მეორე ქვეყნის მანიპულირების მიზნით.

ჩემს მიერ მიღებული ჰიპოთეზა ავხსენი ნეორეალიზმისა და გეოპოლიტიკის თეორიებით, რომლებიც თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებს  და მათ შორის ჩემს საკვლევ საკითხს  კარგად მიესადაგება.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნეორეალიზმიზს მიხედვით ძალა კვლავ რჩება საგარეო მიზნების მიღწევის საშუალებად. საერთაშორისო ურთიერთობების მოქმედი პირები სახელმწიფოები არიან, რომელთა მთავარი მიზანი თანამშრომლობიდან მაქსიმალური მოგების მიღება მოწინაღმდეგის  ხარჯზე და უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩენაა.

აღნიშნული კავშირი დღემდე  ვერ განხორციელდა რადგან რუსეთსა და ბელორუსიას  სხვადასხვა ინტერესები აქვთ. ისინი სამოკავშირეო სახელმწიფოში საკუთარი სარგებლის მიღების განსხვავებულ გზას ხედავდნენ და ეს შეხედულება დღესაც არ შეცვლილა. თითოეული ცდილობდა მეორის ხარჯზე რაც შეიძლება მეტი მოგება ენახა. ბელორუსია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფოებრივ თვითიდენტიფიკაციას ვერ ახდენდა, სჭირდებოდა ძლიერი მოკავშირე, რომელთანაც კავშირის შემთხვევაში ის მიიღებდა სარგებელს – თუნდაც ენერგორსურსებზე დაბალი გადასახადები. ეს გასაკვირი არცაა, რადგან პატარა და სუსტი სახელმწიფოსათვის, რომელიმე კავშირში გაერთიანება ეკონომიკურ შეღავათებს ნიშნავს. რადგან ძლიერ მოკავშირეს ეკონომიკური დახმარებისა და ხელშეწყობის უნარი შესწევს. [50] მაგრამ 2004, 2007 წლების გაზის კრიზისებმა და 2009 წლის ე.წ ,,რძის ომმა” ბელორუსიას ილუზიები დაუმსხვრია. რუსეთის მიზანი ნამდვილად არ ყოფილა ბელორუსიასთან ძმობის, მეგობრობისა და ურთიერთობათა გაღრმავება პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა სფეროებში,[51] როგორც ეს  კავშირის შეთანხმებაშია მოცემული.  მისთვის სამოკავშირეო სახელმწიფო წარმოადგენდა საუკეთესო გზას ბელორუსიაზე, როგორც ყოფილ კომუნისტურ და როგორც მნიშვნელოვან სატრანზიტო ქვეყნაზე, გავლენის მოპოვებისა და შენარჩუნებისათვის.

რუსეთი ყველანაირად ცდილობს მსოფლიო გეოპოლიტიკურ წესრიგში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას, მისი მიზანია გავლენა შეინარჩუნოს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე, და ამისთვის ის ენერგეტიკას იყენებს. ამიტომაც სამოკავშირეო სახელმწიფოს განხორციელებას ის არასდროს დაეთანხმება, რადგან ეს ნიშნავს ზემოთ აღნიშნულ პოლიტიკაზე უარის თქმას.

ამგვარად, რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფო დღემდე ვერ განხორციელდა, რადგან თითოეული ქვეყანა საკუთარი მოგების მაქსიმიზაციის გზას განსხვავებულად ხედავს. საკუთარი მოგების მაქსიმიზაცია კი ნეორეალიზმის ერთ-ერთი პოსტულატს წარმოადგენს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დასკვნა

მინდა კიდევ ერთხელ ანალიზი გავუკეთო ჩემს ჰიპოთეზას, სადაც დამოკიდებული ცვლადი დღემდე განუხორციელებელი რუსეთ-ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფოა, ხოლო დამოუკიდებელი ცვლადები, რაც ზემოთ აღნიშნულ მოვლენაზე ახდენს გავლენას არის შემდეგი: რუსეთ—ბელორუსიის აზრთა სხვადასხვაობა სამოკავშირეო სახელმწიფოს სტრუქტურის შესახებ და რუსეთის ენერგორესურსებზე კონტროლით მანიპულირება.

რუსეთსა და ბელორუსიას დღეს არა აქვთ საერთო პოზიცია კავშირის სტრუქტურის შესახებ. ვლადიმირ პუტინის მიერ შემოთავაზებული ყველა გეგმა და სცენარი სამოკავშირეო სახელმწიფოს განხორციელებისა მიუღებელი აღმოჩნდა ლუკაშენკოსათვის. თითოეული ცდილობს სტრუქტურის იმ მოდელს დაუჭიროს მხარი, რომელიც მათთვის მისაღებია და საბოლოოდ ვერცერთი მხარე ვერ თანხმდება. უთანხმოებას კიდევ უფრო ამწვავებს დაძაბული ენერგოურთიერთობები.

კვლევის დროს და ჩემი ჰიპოთეზის გასამყარებლად გამოვიყენე სხვადასხვა ავტორთა ნაშრომები, აკადემიური სტატიები და 1997 წლის 3 აპრილის შეთანხმება რუსეთსა და ბელორუსიას შორის სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შესახებ.

საბოლოოდ ჰიპოთეზა ნეორეალიზმისა და გეოპოლიტიკის თეორიებით ავხსენი, რადგან ნეორეალიზმი ყველაზე უკეთ მიესადაგება ჩემს საკვლევ საკითხს. ამ თეორიის მიხედვით სახელმწიფოები მთავარი აქტორები არიან ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში და მათი მიზანი სარგებლის მაქსიმიზებაა, ხოლო გეოპოლიტიკის თეორიით რუსეთის საგარეო პოლიტიკა გეოპოლიტიკური მიზნებითა განპირობებული, ეს მიზნები კი ქვეყნებსა და ბუნებრივ რესურსებზე კონტროლისკენაა მიმართული.


[1] Audrius Žulys, Towards A Union State Of Russia And Belarus, Lithuanian Foreign Policy Review (Lithuanian Foreign Policy Review, issue: 15-16 ,2005),  148, available from http://www.ceeol.com/aspx/getdocument.aspx?logid=5&id=6b29aa82-306e-485a-9a77-ad3ca51f271d

[2] Chloë Bruce, Fraternal Friction or Fraternal Fiction? The Gas Factor in Russian-Belarusian Relations,( Oxford Institute for Energy Studies, NG8, March 2005),  7,  available from http://www.oxfordenergy.org/pdfs/NG8.pdf

 

[3] Audrius Žulys, Towards A Union State Of Russia And Belarus, Lithuanian Foreign Policy Review (Lithuanian Foreign Policy Review, issue: 15-16 ,2005),  148-149, available from http://www.ceeol.com/aspx/getdocument.aspx?logid=5&id=6b29aa82-306e-485a-9a77-ad3ca51f271d

 

[4] Audrius Žulys, Towards A Union State Of Russia And Belarus, Lithuanian Foreign Policy Review (Lithuanian Foreign Policy Review, issue: 15-16 ,2005) 149, available from http://www.ceeol.com/aspx/getdocument.aspx?logid=5&id=6b29aa82-306e-485a-9a77-ad3ca51f271d

 

[5] Grigory Ioffe, Understanding Belarus: Belarusian Identity,  (Europe-Asia Studies, Vol. 55, No. 8, 2003, 1257, http://www.jstor.org/stable/3594506?origin=JSTOR-pdf citing Balmaceda et al. (eds), Independent Belarus: Domestic Determinants, Regional Dynamics, and Implications for the West, 232.

[6] Audrius Žulys, Towards A Union State Of Russia And Belarus, Lithuanian Foreign Policy Review (Lithuanian Foreign Policy Review, issue: 15-16 ,2005) ,149, available from http://www.ceeol.com/aspx/getdocument.aspx?logid=5&id=6b29aa82-306e-485a-9a77-ad3ca51f271d

[7] Ibid., 149

[8] Audrius Žulys, Towards A Union State Of Russia And Belarus, Lithuanian Foreign Policy Review (Lithuanian Foreign Policy Review, issue: 15-16 ,2005) ,149, available from http://www.ceeol.com/aspx/getdocument.aspx?logid=5&id=6b29aa82-306e-485a-9a77-ad3ca51f271d

[9] Treaty on a Union between Belarus and Russia, Rossiiskaya Gazeta, 1997, available from http://www.eurasianhome.org/doc_files/belarus-russia_union.doc

 

[10] Ibid.

[11] ,,Treaty on a Union between Belarus and Russia”, Rossiiskaya Gazeta, 1997, available from http://www.eurasianhome.org/doc_files/belarus-russia_union.doc

 

[12] Audrius Žulys, Towards A Union State Of Russia And Belarus, Lithuanian Foreign Policy Review (Lithuanian Foreign Policy Review, issue: 15-16 ,2005) ,151-152, available from http://www.ceeol.com/aspx/getdocument.aspx?logid=5&id=6b29aa82-306e-485a-9a77-ad3ca51f271d

 

[13] Audrius Žulys, Towards A Union State Of Russia And Belarus, Lithuanian Foreign Policy Review (Lithuanian Foreign Policy Review, issue: 15-16 ,2005) ,151-152, available from http://www.ceeol.com/aspx/getdocument.aspx?logid=5&id=6b29aa82-306e-485a-9a77-ad3ca51f271d

 

 

[14] Audrius Žulys, Towards A Union State Of Russia And Belarus, Lithuanian Foreign Policy Review (Lithuanian Foreign Policy Review, issue: 15-16 ,2005), available from http://www.ceeol.com/aspx/getdocument.aspx?logid=5&id=6b29aa82-306e-485a-9a77-ad3ca51f271d

[15] Chloë Bruce, Fraternal Friction or Fraternal Fiction? The Gas Factor in Russian-Belarusian Relations,( Oxford Institute for Energy Studies, NG8, 2005)

 

[16] John J. Mearsheimer, The False Promise of International Institutions International Security,(Vol. 19, No.

Winter 1994/1995), 6    available from http://mearsheimer.uchicago.edu/all-pubs.html

 

[17] ქენეთ უოლცი, ანარქიული წესრიგი და ძალთა ბალანსი, (საერთაშორისო ურთიერთობების

თეორია; ქრესტომათია 2004), 59.

 

[18] ქენეთ უოლცი, ანარქიული წესრიგი და ძალთა ბალანსი, (საერთაშორისო ურთიერთობებისთეორია; ქრესტომათია 2004), 59.

 

[19] Kenneth Waltz, Structural Realism After the Cold War (200), 18 available from http://www.columbia.edu/itc/sipa/U6800/readings-sm/Waltz_Structural%20Realism.pdf

 

 

[20] ეკა აკობია, საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, (თბილისი, 2006), 25-27.

[21] არჩილ გეგეშიძე, გეოპოლიტიკ, (თბილისი, 1999), 61.

[22] არჩილ გეგეშიძე, გეოპოლიტიკ, (თბილისი, 1999), 61

[23] Oleg Aleksandrov,  The Crisis in Russian-Belarusian Relation, available from http://www.jeffersonhosting.com/projects/russia/node/388

[24] იოსებ ტოროშელიძე, პუტინის საგარეო პოლიტიკ, (თბილისი, 2008), 59.

[25] Audrius Žulys, Towards A Union State Of Russia And Belarus, Lithuanian Foreign Policy Review (Lithuanian Foreign Policy Review, issue: 15-16 ,2005),  148-149 available from http://www.ceeol.com/aspx/getdocument.aspx?logid=5&id=6b29aa82-306e-485a-9a77-ad3ca51f271d

[26] Ruth Deyermond, The State of the Union: Milirtary Success, Economic and Political Failure in the Russia-Belarus Union, (Europe-Asia Studies, vol.56, No. 8, 2004)  1198 available from http://www.jstor.org/stable/4147402

 

[27] Audrius Žulys, Towards A Union State Of Russia And Belarus, Lithuanian Foreign Policy Review (Lithuanian Foreign Policy Review, issue: 15-16 ,2005), 148-149   available from http://www.ceeol.com/aspx/getdocument.aspx?logid=5&id=6b29aa82-306e-485a-9a77-ad3ca51f271d

[28] Audrius Žulys, Towards A Union State Of Russia And Belarus, Lithuanian Foreign Policy Review (Lithuanian Foreign Policy Review, issue: 15-16 ,2005),158  available from http://www.ceeol.com/aspx/getdocument.aspx?logid=5&id=6b29aa82-306e-485a-9a77-ad3ca51f271d

[29] How Do We Want the Union of Russia and Belarus to Be? (Press release No. 321), available from http://www.wciom.ru/?pt=57&article=1890

 

[30] Chloë Bruce, Fraternal Friction or Fraternal Fiction? The Gas Factor in Russian-Belarusian Relations,( Oxford Institute for Energy Studies, NG8, 2005), 5.

 

[32] Ruth Deyermond, The State of the Union: Milirtary Success, Economic and Political Failure in the Russia-Belarus Union, (Europe-Asia Studies, vol.56, No. 8, 2004)  1198 available from http://www.jstor.org/stable/4147402

 

[33] Ruth Deyermond, The State of the Union: Milirtary Success, Economic and Political Failure in the Russia-Belarus Union, (Europe-Asia Studies, vol.56, No. 8, 2004),  1197 available from http://www.jstor.org/stable/4147402

 

[34] Oleg Aleksandrov,  The Crisis in Russian-Belarusian Relation,(2007) available from http://www.jeffersonhosting.com/projects/russia/node/388

 

[35] Chloë Bruce, Fraternal Friction or Fraternal Fiction? The Gas Factor in Russian-Belarusian Relations,( Oxford Institute for Energy Studies, NG8, 2005), 5.

[36] Kaare Dahl Martinsen, The Russian-Belarusian Union and the near Abroad, (Norwegian Institute for Defence Studies, 2002), 18.

 

[37] Karja Yafimava and Jonathan Stern, The 2007 Russia-Belarus Gas Agreement, (Oxford Energy Comment, January 2007), 2.

 

[38] Chloë Bruce, Fraternal Friction or Fraternal Fiction? The Gas Factor in Russian-Belarusian Relations,( Oxford Institute for Energy Studies, NG8, 2005), 17.

[40] Ibid., 18

[41] Karja Yafimava and Jonathan Stern, The 2007 Russia-Belarus Gas Agreement, (Oxford Energy Comment, January 2007), 2.

[45] Oleg Aleksandrov,  The Crisis in Russian-Belarusian Relation, (2007)available from http://www.jeffersonhosting.com/projects/russia/node/388

[48] იოსებ ტოროშელიძე, პუტინის საგარეო პოლიტიკ, (თბილისი, 2008), 59.

[50] ალექსანდრე რონდელი, საერთაშორისო ურთიერთობები,(,, ნეკერი” თბილისი, 2006) ,284.

[51] Treaty on a Union between Belarus and Russia, Rossiiskaya Gazeta, 1997, available from http://www.eurasianhome.org/doc_files/belarus-russia_union.doc